ჩვენ შესახებ
KOMBINIZONAMOMS - თქვენი ბედნიერი დედობისთვის !
"KOMBINIZONAMOMS" - პირველი ქართული საორსულე , ლაქტაციაზე ადაპტირებული და თერაპიული სამოსის სერიული ბრენდია , რომელიც ფერების მიმღებლობის კვლევაზე დაყრდნობით იქმნება და ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის რიგით მეორე პროექტია.
"KOMBINIZONAMOMS" - ის ფასეულობები სცდება სამოსის და აქსესუარების არეალს და ძალიან ბევრ დამატებით ბენეფიტს სთავაზობს მომხმარებლებს - უფასო გასვლითი ღონისძიებების, დაუვიწყარი ფოტოსესიების ,მეგობარ ბრენდებთან ფასდაკლებების, სოციალური კამპანიების და საკონსულტაციო ვიდეო ვლოგის სახით.
#KOMBINIZONAMOMS - ის მისიაა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება სელექციური აბორტის, ლაქტაციის აუცილებლობის , ქალთა დამოუკიდებლობის და თვითრეალიზაციის მიმართულებით და მდგრადი, წრიული მოდის პოპულარიზაცია ისეთი მრავალფეროვანი და ინტერაქტიული სამოსით,რომელიც გაამარტივებს და უკეთესობისკენ შეცვლის ქალბატონების ყოველდღიურობას. ბრენდის ყველა ნაბიჯი,პროდუქცია და კამპანია ქალების ბედნიერების იდეას და პოზიტიური გამოცდილების შექმნას ემსახურება.
#KOMBINIZONAMOMS - ერთადერთი ბრენდია საქართველოში,რომელიც აქტიურად იბრძვის სელექციური აბორტის წინააღმდეგ ხმაურიანი კამპანიით "გოგოს დედა", მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ინოვაციური ფაბრიკის ბაზაზე ინკლუზიას და ინოვაციებს ნერგავს ქართული მოდის ინდუსტრიაში. პირველი და ერთადერთი ადაპტური სამოსის შემქნელია,რომელიც სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება. ბრენდის კრეატიული დირექტორის ინიციატივით, ნებისმიერი ახალი პროდუქტი ორსულების, მეძუძური დედიკოების და ქალბატონებით დაკომპლექტებულ ფოკუს-ჯგუფებში გადის ტესტირებას.
* მრავალფეროვანი* *მრავალჯერადი* *მდგრადი* *ფინანსების დამზოგველი*
"KOMBINIZONAMOMS"-ი მეგზურობას გაგიწევთ პირველივე ტრიმესტრიდან და ვინაიდან თითოეული საშინაო, სამშობიარო, სამსახურის თუ საღამოს ლუქი და ცალკეული პროდუქტი ადაპტირებულია ლაქტაციისთვის და სრულად პასუხობს ორსულობის და მეძუძური დედიკოების გამოწვევებს - აუცილებლად თქვენი განუყრელი მეგზური გახდება გაცნობის პირველივე წამიდან!
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გაგიმარტივოთ ორსულობის, ძუძთი კვების, ჩვილის გასეირნების და სახლში ყოფნის პერიოდი. 2020 წლიდან სამშობიაროს სამოსის ცალკე ხაზი ჩავუშვით ,რათა დავზოგოთ თქვენი დრო და ფინანსები! აღნიშნული მიმართულება ხალათების, პენუარების, საღამური ორეულების და სამეულების ფართო არჩევანს აერთიანებს ,100%-იანი ბამბის ნაზი ქსოვილებისგან იქმნება და სრულად ადაპტირებულია ლაქტაციაზე